სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
20/10/2018
შპს „ბათუმის წყალი“ ფრიდონ ხალვაშ...
შპს "ბათუმის წყალი" მინი-ფეხბურთის ჩემპიონატის გამარჯვებული გახდა
12/10/2018
შპს „ბათუმის წყალის“ ფეხბურთელთა გუნდმა აჭარის რეგიონის მასშტაბით გამართულ მინი-ფეხბურთის ტურნში I ადგილი დაიკავა.  ...

ჩვენ შესახებ

შპს „ბათუმის წყალი“ მუნიციპალურ საწარმოდ 2006 წელს დაარსდა, თუმცა აქვს დამოუკიდებელი ბალანსი და თვითდაფინანსების პრინციპით მოქმედებს. ქალაქ ბათუმის მერიის მიერ ინიცირებული  მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის მეშვეობით კომპანია რეგიონში სპეციალური დანადგარებისა და ტექნიკის თვალსაზრისით მოწინავე პოზიციაზეა. თანამედროვე დანადგარები და მაღალკვალიფიციური თანამშრომლების გუნდი კომპანიას შესაძლებლობას აძლევს წყალი დადგენილი სტანდარტების შესაბამისად დაამუშაოს და ქალაქ ბათუმის მოსახლეობას, სახელმწიფო ორგანიზაციებს, სამრეწველო და კომერციულ ობიექტებს მიაწოდოს.  

კომპანიის საქმიანობა მოიცავს:

  • 650 კმ სიგრძის წყლისა და წყალარინების ქსელის ექსპლუატაცია და დაზიანებების დროული აღმოფხვრა;
  • ჩაქვისა და ჩაიუსბნის წყალმიმღების ექსპლუატაცია;
  • სალიბაურისა და ინჯალოს რეზერვუარების და მეჯინისწყლის სატუმბო სადგურის სათანადო მუშაობა;
  • 9 წყალარინების სატუმბი სადგურის ექსპლუტაცია;
  • ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის ექსპლუატაცია და ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ლაბორატორიული კონტროლი;
  • წყალმიმღებებისა და ონკანებიდან გამომავალი წყლის ლაბორატორიული კონტროლი;
  • მომხმარებელთან ურთიერთობა წყლის წარმოების, ქსელში არსებული დაზიანებების და გეგმიური სამუშაოების შესახებ;

კომპანია „ბათუმის წყალი“ სათანადოდ აფასებს ადამიანური კაპიტალის მნიშვნელობას და მუდმივად ზრუნვას თანამშრომლების კვალიფიკაციის დონის ამაღლებაზე. კომპანიის 385 ადამიანისგან შექმნილი გუნდი ძირითადად ბათუმისა და მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემის გამართულ მუშაობას უზრუნველყოფს და სასმელ წყალს 124 ათას მცხოვრებს 24 საათის განმავლობაში აწვდის.