სიახლეები

ოფიციალური განცხადება
21/05/2019
26 მაისის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოები იგეგმება!  ...
ნურის ტბის შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით შეხვედრა გაიმართა
17/05/2019
შპს „ბათუმის წყალის“ გენერალურმა დირექტორმა მარიკა გვიანიძემ საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა ...
მაიაკოვსკის ქუჩაზე მიწისქვეშა კომუნიკაციები ეწყობა
15/05/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მაიაკოვსკის ქუჩაზე N65-ში მიწისქვეშა კომუნიკაციის   ...

გამრიცხველიანება

გამართული წყლის აღრიცხვის სისტემა მოსახლეობას ხელს უწყობს წყალი რაციონალურად გამოიყენოს, ბიუჯეტი აკონტროლოს და ბუნებრივ რესურსებზე იზრუნოს.

ქალაქ ბათუმის მერიამ და კომპანია „ბათუმის წყალმა“ მოსახლეობის ინდივიდუალური გამრიცხველიანება 2010 წელს დაიწყო. მოსახლეობისთვის სრულიად უფასოდ ხდება სტანდარტული და რადიომრიცხველების დამონტაჟება. გამრიცხველიანების შედეგად შემცირდა არაშემოსავლიანი წყლის რაოდენობა და გაიზარდა გადასახადის ამოღება. გამრიცხველიანებული მოსახლეობის საერთო რაოდენობა 83%-ს შეადგენს. დარჩენილი აბონენტების აღრიცხვის ახალ სისტემაზე გადაყვანა ეტაპობრივად მოხდება.  

სამწუხაროდ, აბონენტების შიდა წყალგაყვანილობის სისტემის მოუწესრიგებლობის გამო, დაზიანებული მილებისა თუ მწყობრიდან გამოსული ონკანების საშუალებით დიდი ოდენობით წყალი უყაირათოდ იხარჯება, რაც კომპანიისა და აბონენტებისთვის დამატებით ფინანსურ ვალდებულებებს წარმოქმნის.