სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
09/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს...
წყალმომარაგების შეზღუდვა
01/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 2...
ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ელჩი იმყოფებოდა
01/11/2018
ბათუმს სამუშაო ვიზიტით გერმანიის რესპუბლიკის...

როგორ გავხდე მომხმარებელი

სასმელი წყლის მიწოდებისა და მოხმარების წესები საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების ეროვნული კომისიის (სემეკი) N32 დადგენილებითაა დამტკიცებული. დადგენილების თანახმად: ახალი მომხმარებლის მიერთება უნდა განხორციელდეს მიერთების მსურველის მიერ შესაბამისი განაცხადით მოთხოვნილი პირობების შესაბამისად. მიერთების მსურველს (ახალი მომხმარებელს) უფლება აქვს აირჩიოს:

ა) მისაერთებელი მილის დიამეტრი და წარმადობა შეთავაზებული პაკეტის მიხედვით;

ბ) მიერთების ტიპი, მათ შორის, სრული (სასმელი წყალი და წყალარინება), მხოლოდ სასმელი წყალი ან მხოლოდ წყალარინება.

ახალი მომხმარებლის წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე დაერთების ვადებისა და საფასურის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ დანართში.

„ბათუმის წყლის“ წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე დაერთების მსურველმა მოქალაქემ სემეკის მიერ დადგენილი სპეციალური განაცხადის ფორმა უნდა შეავსოს. განაცხადის ფორმა იხილეთ დანართში.