სიახლეები

განცხადება
15/08/2017
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა....
განცხადება
31/07/2017
შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ წყალმომარაგების მილზე ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1-ლი აგვისტოს 00:00 საათიდან, 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:...
ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი ოფიციალურად გაიხსნა
21/07/2017
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვში დასრულა 2500 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.  ...

მომხმარებელთა მომსახურება

კომპანია „ბათუმის წყალმა“ 2006 წელს მუნიციპალურ ერთეულად ჩამოყალიბების შემდეგ მნიშვნელოვანი ცვლილებები განიციდა, რადგან ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის  ამოცანა არამხოლოდ წყალგაყვანილობისა და წყალარინების მწყობრიდან გამოსული სისტემის შეცვლა, არამედ „ბათუმის წყლის“ მომხმარებელზე ორიენტირებულ და მომგებიან საწარმოდ გადაქცევა წარმოადგენდა.  

მომხმარებელზე ორიენტირებულ საწარმოდ ჩამოყალიბებისთვის კომპანიამ რამდენიმე მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა:

  • მომხმარებელთა მომსახურების გაუმჯობესების მიზნით, კომპანიაში ამუშვდა ცხელი ხაზი: (0422) 24 22 22. „ბათუმის წყლის“ მორიგე ოპერატორები 24 საათის განმავლობაში მზად არიან დაგეხმაროთ პრობლემის გადაწყვეტაში;
  • კომპანიის მორიგე ჯგუფები წყალმომარაგების, წყალარინებისა და სანიაღვრე სისტემებთან დაკავშირებული პრობლემების დროს, აბონენტებს დროულ დახმარებას უწევენ. ასევე, აჭარის ტერიტორიისთვის დამახასიათებელი კლიმატური პირობების გამო ხშირია უამინდობა. უხვი ნალექის დროს, „ბათუმის წყალი“ მუშაობის საგანგებო რეჟიმზე გადადის;
  • „ბათუმის წყალმა“ აბონენტების ინფორმირებულობის გაუმჯობესების მიზნით 2016 წლის მარტიდან SMS სერვისი გააქტიურა. აბონენტებს ინფორმაცია დავალიანების, წყლის შეზღუდვისა, თუ გეგმიური სარემონტო სამუშაოების შესახებ მომხმარებელთა ბაზაში ფიქსირებულ ნომრებზე ეგზავნებათ;
  • კომპანიაში გამარტივდა ახალი აბონენტების წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემაზე დაერთების მსურველთა განაცხადის მიღება. მოქალაქეებს დეტალური ინფორმაცია „ბათუმის წყლის“ აბონენტად რეგისტრაციის ვადებისა და საფასურის შესახებ შეუძლიათ ჩვენი ვებგვერდის დახმარებით შეიტყოს;
  • აბონენტებს კომპანიის დავალიანების დაფარვა საბანკო ფილიალების და სწრაფი გადახდის აპარატებით შეუძლიათ;