სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
27/03/2018
ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, დადიანის ქუჩაზე ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების დასრულების მიზნით, ე...
წყალმომარაგების შეზღუდვა
26/03/2018
„ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, დადიანის ქუჩაზე ახლად შექმ...
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს
19/03/2018
გაერთიანებული ერების ორგანიიზაციის ეგიდით 2011 წლიდან, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო საერთაშორისო დღედ აღნიშნება.   ...

წყალმომარაგება

სუფთა, სასმელად ვარგისი წყლის მოპოვება და მომხმარებლამდე დისტრიბუცია რთული პროცესია, რაშიც კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდ რესურსს დებს. „ბათუმის წყლის“ წყალმომარაგების მთავარი არტერია ჩაქვისა და ჩაისუბნის წყლის სათავე ნაგებობებია, სადაც წყლის აღება ზედაპირული კაშხლური სახით ხდება.

ჩაქვის სათავე ნაგებობა მდინარე ჩაქვისწყალზეა აგებული, ხოლო ჩაისუბნის სათავე ნაგებობა მდინარეებზე - ყოროლისწყალსა და ლეჩაზე. მდინარეებზე მოპოვებული წყალი შემოწმების რამდენიმე ეტაპს გადის, წყალი მრავალჯერადად იქლორება, იფილტრება და სალიბაურისა და ინჯალოს რეზერვუარებში თვითდინებით გადადის, სადაც წყლის ხარისხი წყალგაყვანილობის ქსელში გაშვებამდე ხელახლა მოწმდება. 

წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის სათანადო ფუნქციონირების მეთვალყურეობას კომპანიის მონიტორინგისა და დაგეგმარების სამსახური კომპიუტერული გეოსაინფორმაციო სისტემის დახმარებით ახორციელებს. გეოსაინფორმაციო სისტემაში ასახულია ქალაქის წყალმომარაგებისა და წყალარინების ქსელის სქემა, რომელზეც დატანილია ინფორმაცია მილის დიამეტრის, სისქის და ნაირსახეობის შესახებ. ასევე, მითითებულია სარქველებისა და ჰიდრანტების ადგილმდებარეობა. 

ინჯალოსა და სალიბაურის რეზერვუარების მშენებლობა და მეჯინისწყლის სატუმბო სადგურის რეაბილიტაცია, ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოხდა. საწნევო და სამარაგო რეზერვუარების სისტემაში გაშვების შემდეგ, ექსპლოატაციიდან ამოღებული იქნა მეორადი დაწნევის ტუმბოები, რამაც ელექტროენერგიის წლიური ხარჯი საშუალოდ 1000 000 ლარით შეამცრია. ორივე რეზერვუარი მიწისქვეშაა განთავსებული და მათი საერთო მოცულობა ჯამში 20000 მ3

 

 წყლის ხარისხის შემოწმება და ლაბორატორიული სინჯების აღება წყლის დამუშავების ყველა ეტაპზე ხდება. წყალგაყვანილობის ძირითადი, ახალი სისტემისთვის პოლიეთილენის მილებია გამოყენებული.