სიახლეები

განცხადება
04/02/2018
„ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბონის კულტურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალმომარაგების მილზე გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
კომპანია "ბათუმის წყალში" აქტივების მართვის მენეჯმენტის დანერგვა იგეგმება
01/02/2018
კომპანია „ბათუმის წყალის“ და გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, „ბათუმის წყალში“ ...
"ბათუმის წყალი" ნონეშვილის ქუჩაზე გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს
29/01/2018
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბარცხანაში, ნონეშვილის ...

წყლის ხარისხი

სასმელი წყალი დამუშავების რამდენიმე ეტაპს გადის, სანამ თქვენ ონკანებამდე მოვა. წყალმიმღებიდან აღებული წყალი ქლორით ორმაგად მუშავდება, იფილტრება და  მხოლოდ ამის შემდეგ გადადის წყალგაყვანილობის სისტემაში. წყლის დაქლორვის პროცესის თანამედროვე სისტემაზე გადაყვანის მიზნით კომპანია „ბათუმის წყალმა“ გაზობრივი ქლორი უფრო უსაფრთხო თხევადი ქლორით შეცვალა, რომლის წარმოება ადგილზე, სათავე ნაგებობებსა, თუ რეზერვუარებში ხდება.

წყლის ხარისხის უწყვეტ რეჟიმში მონიტორინგს კომპანიის ცენტრალური ლაბორატორია, სასმელი წყლის ტექნიკური რეგლამენტით დადგენილი ქიმიური, მიკრობიოლოგიური და ორგანოლეპტიკური თვისებების შესაბამისად ახდენს. ხარისხის კონტროლი სათაო ნაგებობებზე, რეაზერვუარებში და ქალაქის წყალსადენის ქსელში ხორციელდება.

კომპანია „ბათუმის წყლის“ ლაბორატორია ერთ-ერთი საუკეთესოა საქართველოში და ISO 17025-ის მფლობელია. ISO სტანდარტის და აკრეტიდაციის დაცვა უმკაცრესი მოთხოვენების შესრულებას ნიშნავს. 

კიდევ ერთხელ შეგახსენებთ, რომ ხშირია შემთხვევები, როდესაც საცხოვრებელ სახლებსა და კორპუსებს შიდა გაყვანილობის პრობლემები აქვთ, რისი მოგვარებაც კომპანიის კომპეტენციის ფარგლებში არ შედის. კომპანია პასუხს მხოლოდ მაგისტრალურ და ქუჩის ქსელებზე აგებს.