სიახლეები

განცხადება
15/08/2017
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა....
განცხადება
31/07/2017
შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ წყალმომარაგების მილზე ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1-ლი აგვისტოს 00:00 საათიდან, 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:...
ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი ოფიციალურად გაიხსნა
21/07/2017
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვში დასრულა 2500 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.  ...

რეაბილიტაცია

ქალაქ ბათუმში მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი 2007 წლიდან მიმდინარეობს. პროექტი ძირითადად ქალაქ ბათუმის და მიმდებარე ტერიტორიის წყალმომარაგებისა და წყალარინების არარსებული, ან მწყობრიდან გამოსული სისტემის შეცვლას ითვალისწინებს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის მეშვეობით და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ის მიერ გამოყოფილი შეღავათიანი სესხის ფარგლებში რამდენიმე ფაზად ხორციელდება. ამჟამად KFW-ს მიერ სესხად გაღებული თანხა დაახლოებით 89 მილიონ ევროსა და  28  მილიონი ევროს გრანტად გაღებულ თანხას შეადგენს. პროექტი ევროკავშირის სამეზობლო საინვესტიციო ფონდიდან (EU NIF) დაახლოებით 9 მილიონი ევროთი ფინანსდება.

ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის I და II ფაზების ფარგლებში შემდეგი სამუშოები განხორციელდა:

  • ძველი ბათუმის ადმინისტრაციულ ერთელში წყლისა და წყალარინების სისტემას ჩაუტარდა რეაბილიტაცია;
  • აშენდა სალიბაურისა და ინჯალოს რეზერვუარი, ბარცხანის წყლის საქაჩი სადგური და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა;
  • რეაბილიტაცია ჩაუტარდა ჩაისუბნის სათავე ნაგებობას, მეჯინისწყლის წყლის სატუმბ სადგურს და ბათუმში წყალარინების A და B სატუმბ სადგურს;

ამჟამად მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III და IV ფაზები მიმდინარეობს, რომლის ფარგლებში შემდეგი სამუშაოები ჩატარდება:

  • ბარცხანის, ბენზეს, გოროდოკის, ჩაქვის და მწვანე კონცხის დასახლებებში წყალარინებისა და წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაცია ჩატარდება;
  • ჩაქვში და მახინჯაურში ახალი რეზერვუარი აშენდება;
  • ბარცხანაში წყალარინების ახალი სატუმბი სადგური აშენდება;

რეაბილიტაციის პროექტის შედეგად აბონენტებს წყალმომარაგება უწყვეტად, დანაკარგების გარეშე მოწესრიგებული გამრიცხველიანების სისტემის მეშვეობით მიეწოდება, ხოლო ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობის დახმარებით ჩამდინარე წყლების შეკრება და მრავალჯერადი გადამუშავება ხდება. გაწმენდილი წყლის ზღვაში ჩაშვება უსაფრთხოა, ზიანს არ აყენებს გარემოს და ჯანმრთელობას.