სიახლეები

კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდი ტვირთამწეობის მანქანების საბურავების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდი ტვირთამწეობის მანქანების საბურავების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს...
კომპანია „ბათუმის წყალი“ სანტექნიკური მოწყობილობების შეძენის მიზნით ტენდერს აცხადებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალი“ სანტექნიკური მოწყობილობების შეძენის მიზნით ტენდერს აცხადებს....
კომპანია "ბათუმის წყალი" გამწმენდ ნაგებობაზე სუნის ელიმინაციისთვის ღონისძიებებს ჩაატარებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალის“ და საკონსლტაციო ორგანიზაცია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ადლიის წყალარინების...

წყალარინება

ბათუმის მერიამ შპს „ბათუმის წყალთან“ ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკის მიერ დაფინანსებული პროექტის თანახმად, 2007 წელს ბათუმის წყალარინების ახალი ქსელის გაყვანა დაიწყო.

კომუნალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტი რამდენიმე ფაზადაა დაყოფილი. I და II ფაზების ფარგლებში, ძველი ბათუმისა და რუსთაველის ადმინისტრაციულ ერთეულებში წყალირინების სისტემა შეიცვალა. III ფაზაში ხიმშიაშვილის, ბონი-გოროდოკისა და თამარის ადმინისტრაციული ერთეულების წყალირინების სისტემის გაყვანა და რეკონსტრუქცია მოხდება.

შპს „ბათუმის წყალი“ წყალარინების ცხრა სატუმბოს უწევს ექსპლუატაციას: A და B სატუმბოებს (განთავსებულია ბათუმში), ახალსოფლის, კვარიათის, სარფისა და გონიოს ოთხ სატუმბო სადგურს. მომავალში იგეგმება ორი ახალი სატუმბოს აშენება ე.წ. ბენზესა და ბარცხანის დასახლებებში. A და B წყალარინების სატუმბოს რეკონსტრუქცია, პროექტის ფარგლებში, 2009 წელს ჩაუტარდა, ხოლო დანარჩენი სატუმბოების მშენებლობა 2011 წელს დაიწყო და 2012 წელს დასრულდა. წყალარინების სატუმბოების დანიშნულება, წყალარინების წყლების შეკრება და ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდ ნაგებობაში გადატუმბვაა.

ადლიის ჩამდინარე წყლების გამწმენდი ნაგებობა

აღნიშნული ერთ-ერთი ყველაზე რთული და მასშტაბური ობიექტის, გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2010 წელს დაიწყო. პროექტი ავსტრიულმა კომპანიამ Posch&Partner Hydro Ingenieure შექმნა, ხოლო გერმანიის რეკონსტრუქციის ბანკმა 17 მილინი ევროთი დააფინანსა. გამწმენდი ნაგებობის მშენებლობა 2012 წელს დასრულდა. მას ეკოლოგიური თვალსაზრისით რეგიონში ანალოგი რთულად მოეძებნება.

გამწმენდ ნაგებობაში ჩამდინარე წყლების რამდენიმე საფეხურიანი გაწმენდა ხდება: პირველადი მექანიკური, ბიოლოგიური და მეორადი მექანიკური.

• პირველადი მექანიკური გაწმენდის დროს ჩამდინარე წყლები ქვიშის, ცხიმისა და ნარჩენებისგან იწმინდება, შემდეგ კი, შლამის შეგროვება და სტაბილიზირება ხდება.

• ბიოლოგიური გაწმენდის ეტაპზე, ამინიუმი ნიტრატამდე (ნიტრიფიკაცია) გარდაიქმნება და ცხიმები, ცილები და ნახშირწყლები რედუცირდება.

• მეორადი მექანიკური გაწმენდის დროს, წყალს საბოლოო სალექარებში მეორადი შლამი ჩამოშორდება.

გაწმენდილი წყალი, ზღვაში სატუმბი სადგურის მეშვეობით ჩაედინება. სატუმბი მილი ზღვაში 1 კმ და 100 მეტრის მანძილზე შედის და 40 მეტრ სიღრმზე ხდება წყლის ჩაშვება.

გაწმენდილი წყლის ყოველდღიურ მონიტორინგს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის ლაბორატორია, ევროკავშირის სტანდარტის - ზღვაში ჩასაშვები გაწმენდილი წყლის ზღვრული ნორმების თანახმად ახდენს.