სიახლეები

კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდი ტვირთამწეობის მანქანების საბურავების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალი“ დიდი ტვირთამწეობის მანქანების საბურავების შესყიდვის მიზნით ტენდერს აცხადებს...
კომპანია „ბათუმის წყალი“ სანტექნიკური მოწყობილობების შეძენის მიზნით ტენდერს აცხადებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალი“ სანტექნიკური მოწყობილობების შეძენის მიზნით ტენდერს აცხადებს....
კომპანია "ბათუმის წყალი" გამწმენდ ნაგებობაზე სუნის ელიმინაციისთვის ღონისძიებებს ჩაატარებს
22/11/2017
კომპანია „ბათუმის წყალის“ და საკონსლტაციო ორგანიზაცია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, ადლიის წყალარინების...

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი ოფიციალურად გაიხსნა

ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვში დასრულა 2500 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი, აჭარის მთავრობის თავჯდომარემ ზურაბ პატარაძემ, ბათუმის მერმა გიორგი ერმაკოვმა და გერმანიის განვითარების ბანკის KFW-ს წარმომადგენელმა კლაუს ფიგელმა ერთობლივად გახსნეს.


ჩაქვის რეზერვუარის ოფიცალურ გახსნას ასევე ესწრებოდა ევროკავშირის, ბათუმის წყალის, საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-ის და სამშენებლო კომპანია Ecetas წარმომადგენლები.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვურის მშენელობა 2015 წლის 20 აპრილს დაიწყო და დადგენილი გეგმიური სამუშაოების შედეგად მიმდინარე წლის ივნისში დასრულდა.

კომპანია „ბათუმის წყალი“ უახლოეს პერიოდში დაიწყებს ჩაქვის მოსახლეობის წყალმომარაგების ახალ სისტემაზე დაერთებისა და მრიცხვლების მონტაჟის სამუშაოებს. დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ ჩაქვის ტერიტორიაზე მცხოვრები 1100 აბონენტი წყალს უწყვეტად, 24 საათის განმავლობაში მიიღებს.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი უახლოეს მომავალში აღიჭურვება ულტრათანამედროვე წყლის თხევადი დაქლორვის აპარატებით.

ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობისთვის ჯამში 900 ათას 823 ევრო დაიხარჯა. რეზერვუარის მშენებლობაზე დასაქმებული იყო 180 ადგილობირივი მოსახლე. სამშენებლო პროცესს აქტიურ ზედამხედველობას კომპანია „ბათუმის წყალი“ უწევდა.