სიახლეები

განცხადება
15/08/2017
ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა....
განცხადება
31/07/2017
შპს „ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია შერიფ ხიმშიაშვილის ქუჩაზე არსებულ წყალმომარაგების მილზე ტექნიკურ სამუშაოებს ასრულებს. აღნიშნულთან დაკავშირებით, 1-ლი აგვისტოს 00:00 საათიდან, 04:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება:...
ჩაქვის წყლის სამარაგო რეზერვუარი ოფიციალურად გაიხსნა
21/07/2017
ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის III ფაზის ფარგლებში ჩაქვში დასრულა 2500 მ3 წყლის სამარაგო რეზერვუარის მშენებლობა.  ...

განცხადება

 ბათუმში მოსული უხვი ნალექის გამო ქალაქის რამდენიმე ქუჩაზე წარმოიქმნა წყლის გამტარუნარიანობის პრობლემა.

ქალაქის წყალმიმღები სანიაღვრე სისტემა გამართულად მუშაობს, თუმცა, ერთდროულად მოსული დიდი ნალექის გამო შეფერხდა დაგროვებული წყლის გადინება.

შპს "ბათუმის წყალის" ცხელ ხაზზე წყლის დაგუბებასთან დაკავშირებით რამდენიმე შეტყობინება შემოვიდა, რომელზეც "ბათუმის წყალის" მორიგე ჯგუფებმა დროული რეაგირება მოახდინეს.

შპს "ბათუმის წყალი" მოსახლეობას მიმართავს თხოვნით, საჭიროების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ცხელი ხაზის ნომერზე (0422) 24 22 22