სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
27/03/2018
ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, დადიანის ქუჩაზე ახლად შექმნილი წყალმომარაგების ქსელის ტესტირების დასრულების მიზნით, ე...
წყალმომარაგების შეზღუდვა
26/03/2018
„ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, დადიანის ქუჩაზე ახლად შექმ...
21 მარტი - დაუნის სინდრომის მსოფლიო დღეს აღნიშნავს
19/03/2018
გაერთიანებული ერების ორგანიიზაციის ეგიდით 2011 წლიდან, 21 მარტი დაუნის სინდრომის მსოფლიო საერთაშორისო დღედ აღნიშნება.   ...

განცხადება

„ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია მაიაკოვსკის ქუჩაზე არსებულ 600მმ-იან წყალმომარგების მილსადენზე ერთდროულად ორ ადგილას 160 მმ-იანი მილების შედუღების სამუშაოებს ასრულებს. ტექნიკური სამუშაოების გამო, დღეს 21:00 საათიდან, ხვალ 05:00 საათამდე წყლის მიწოდება შეუწყდება ბარცხანის დასახლებას. მერკვილაძის, კანდელაკის და მაქაცარიას ქუჩებს. ასევე, ბაქოს ქუჩას, იმედაშვილიდან შავშეთამდე.

მაიაკოსვსკის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების შემდეგ, ბონის ბაზრის მიმდებარე ტერიტორიის წყლით უწყვეტი წყალმომარაგება სალიბაურის რეზერვუარიდან მოხდება, რაც აქამდე, უხვი ნალექის მოსვლის შემთხვევებში ვერ ხორციელდებოდა. 

დღეს, 21:00 საათიდან, ხვალ დილის 05:00 საათამდე, მილებზე სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების და წყალმომაგების ქსელის წყლით დატვირთვის შემდეგ შესაძლოა მოხდეს წყლის მიმოქცევის შეცვლა, რაც სავარაუდოდ გამოიწვევს წყლის მცირედით ამღვრევას. წყლის ამღვრევის დაფიქსირების შემთხვევაში, მოსახლეობას ვთხოვთ დაგვიკავშირდეს ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე (0422) 242222 

კომპანია „ბათუმის წყალის“ ლაბორატორიის წარმომადგენლები ადგილზე შეისწავლიან წყლის ხარისხს.