სიახლეები

განცხადება
04/02/2018
„ბათუმის წყალის“ კონტრაქტორი კომპანია, მაიაკოვსკის ქუჩაზე, ბონის კულტურის მიმდებარე ტერიტორიაზე, წყალმომარაგების მილზე გეგმიურ სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
კომპანია "ბათუმის წყალში" აქტივების მართვის მენეჯმენტის დანერგვა იგეგმება
01/02/2018
კომპანია „ბათუმის წყალის“ და გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, „ბათუმის წყალში“ ...
"ბათუმის წყალი" ნონეშვილის ქუჩაზე გამრიცხველიანების სამუშაოებს ასრულებს
29/01/2018
ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის ფარგლებში, ბარცხანაში, ნონეშვილის ...

კომპანია "ბათუმის წყალმა" ახალი ცხელი ხაზის ნომერი აამოქმედა

კომპანია „ბათუმის წყალმა“ მოსახლეობასთან ურთიერთობის გამარტივების მიზნით, საქართველოში, წყალმომარაგების კომპანიებს შორის პირველმა, აამოქმედა საქართველოს მთავრობის დადგენილება - საქართველოს ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების ნუმერაციის ეროვნული სისტემის დებულების დამტკიცების შესახებ.

საქართველოს მთავრობამ, დადგენილების თანახმად, წყალმომარაგების კომპანიების საინფორმაციო-საცნობარო სამსახურებისთვის გამოყო მოკლე ნომერი 1152. 

ამიერიდან, კომპანია „ბათუმის წყალის“ მომხმარებლებს რეგიონის ფარგლებში, მობილური ოპერატორებიდან და საქალაქთაშორისო ტელეფონებიდან შეეძლებათ მოკლე ნომრის 1152 მითითებით დაკავშირება. რეგიონის ფარგლებს გარეთ, აბონენტებმა საჭიროა დამატებით „ბათუმის წყალთან“ დასაკავშირებლად აკრიფონ საქალაქთაშორისო კოდი 0422

აჭარის რეგიონის ფარგლებში, მოკლე ნომერზე 1152 დარეკვის შემთხვევაში მომხმარებლები დაუკავშირდებიან „ბათუმის წყალის“ ცხელ ხაზს, სადაც აბოენენტს შესაძლებლობა აქვს მიიღოს მისთვის საჭირო ინფორმაცია სააბონენტო კოდის, თვიური დარიცხვის, წყალმომარაგების შეზღუდვის დროის და წყალარინების საკითხებთან დაკავშირებით. 

დადგენილების მთავარი მიზანი, საქართველოს კომუნიკაციების სფეროში ნუმერაციის რესურსების ჰარმონიზებული და ეფექტიანი სისტემის ჩამოყალიბება და სახელმწიფო ნუმერაციის რესურსებით სარგებლობის გამჭირვალე, არადისკრიმინაციული პირობების უზრუნველყოფაა.