სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
19/02/2019
მახინჯაურის ტერიტორიაზე...
წყალმომარაგების შეზღუდვა
15/02/2019
მახინჯაურში მიმდინარე წყლის სამარაგო ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
13/02/2019
შპს „ბათუმის წყალი“ დაზიანებულ 800 მმ-იან მილსადენზე ...

კომპანია "ბათუმის წყალში" აქტივების მართვის მენეჯმენტის დანერგვა იგეგმება

კომპანია „ბათუმის წყალის“ და გერმანული საკონსულტაციო ორგანიზაცია MACS-ის ერთობლივი თანამშრომლობის შედეგად, „ბათუმის წყალში“ აქტივების მართვის მენეჯმენტის დანერგვა იგეგმება. 

აქტივების მართვის მენეჯმენტის საბაზისო საფეხურების დანერგვა კომპანია „ბათუმის წყალს“ შესაძლებლობას მისცემს სამომავლოდ მარტივად განახორციელოს ტექნიკური მონაცემების ანალიზი და სარემონტო სამუშაოების მართვა. 

მომავალში, „ბათუმის წყალის“ ტექნიკური სამსახურების მიერ, რეალურ დროში მოხდება გეოინფორმაციულ სისტემა Arc GIS-ში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაციის ასახვა.

ყოველდღიურად შესრულებული ტექნიკური სამუშაოების შესახებ რუკაზე დატანილი ინფორმაცია სხვადასხვა საკითხებს მოიცავს, რაც შემდგომში, ქალაქის ნებისმიერ წერტლში წარმოქმნილ წყალმომარგებასთან დაკავშირებულ შესაძლო ხარვეზებს უმოკლეს დროში აღმოფხვრის.