სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
09/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს...
წყალმომარაგების შეზღუდვა
01/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 2...
ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ელჩი იმყოფებოდა
01/11/2018
ბათუმს სამუშაო ვიზიტით გერმანიის რესპუბლიკის...

კომპანია „ბათუმის წყალმა“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის მოხმარებული წყლის ძველი დავალიანების გადანაწილების მიზნით სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

კომპანია „ბათუმის წყალმა“ საყოფაცხოვრებო აბონენტებისთვის მოხმარებული წყლის ძველი დავალიანების გადანაწილების მიზნით სამოქმედო გეგმა შეიმუშავა

„ბათუმის წყალი“ ძველი დავალიანების მქონე საყოფაცხოვრებო აბონენტებს, გადახდის განსხვავებულ გზას სთავაზობს, კერძოდ: აბონენტებს შეუძლიათ დავალიანების რამდენიმე თვეზე გადანაწილების მიზნით დაწერონ განცხადება კომპანიის სათაო ოფისში, ან გამოგზავნონ წერილი ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე info@bats.ge  

განცხადებას საჭიროა თან ერთვოდეს არსებული დავალიანების წინასწარ დადგენილი პროცენტის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

აბონეტებს დავალიანების დაფარვა შეუძლიათ ქვემოთ მითითებული ფორმის მიხედვით:

ძველი დავალიანება (ლარი)

წინასწარი შენატანი

გადანაწილების მაქსიმალური პერიოდი (თვე)

101-ლარამდე

10%

10 თვემდე

101-დან 301 ლარამდე

10%

12-24 თვემდე

301-დან 501 ლარამდე

15%

24დან - 36 თვემდე

501-დან და მეტი

20% ან მინიმუმ 100 ლარი

48 თვე

 აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება დავალიანების გადანაწილების პროცედურებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ქოლ-ცენტრის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222 ან 1152