სიახლეები

წყალმომარაგების შეზღუდვა
09/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 9 ნოემბერს...
წყალმომარაგების შეზღუდვა
01/11/2018
წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი ტექნიკური სამუშაოების გამო, 2...
ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ელჩი იმყოფებოდა
01/11/2018
ბათუმს სამუშაო ვიზიტით გერმანიის რესპუბლიკის...

წყალმომარაგების შეზღუდვა

კომპანია „ბათუმის წყალის“ წყლის დანაკარგების მონიტორინგის სამსახური, ბათუმის სამი სხვადასხვა უბნისთვის მიწოდებული და გახარჯული წყლის საერთო რაოდენობების შედარების მიზნით ნულოვანი ტესტირების ჩატარებას გეგმავს.

ტესტირების სამუშაოების ჩატარების ფარგლებში, წყალმომარაგების მიწოდება დღეს, 00:00სთ-დან, 05:00 სთ-მდე შეუწყდება:
ლადო ასათინის, სულხან საბა ორბელიანის და გრიგოლ ფერაძის ქუჩებს. სელიმ ხიმშიაშვილის და ლუკა ასათიანის ქუჩებს, ქვემოთ ჩამოთვლილ მონაკვეთებში: ჭავჭავაძე, პუშკინი, გ.ბრწყინვალე, ჩაიკოვსკი, მამია კომახიძე, ოსტროვსკის და ბაგრატიონი. ასევე, 
სელიმ ხიმშიშვილის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, სულხან საბა ორბელიანამდე;
26 მაისის ქუჩას: ჭავჭავაძიდან, ბაგრატიონამდე;
ლუკა ასათიანის ქუჩა - ჭავჭავაძიდან, მამია ვარშანიძემდე;
ლერმონტოვის ქუჩას - ბაგრატიონიდან, სულხან საბა ორბელიანამდე;
გენ. აბაშიძის ქუჩას - ვარშანიძიდან, სულხან საბა ორბელიანამდე;
ჰ.აბაშიძის, მელიქიშვილის, ვაჟა ფშაველას ქუჩებს - ჭავჭავაძიდან, ლადო ასათიანამდე;

ზემოთაღნიშნულ ქუჩებზე ნულოვანი ტესტის ჩატარების შემდეგ, „ბათუმის წყალს“ ექნება ზუსტი მონაცემები მოსახლეობის მიერ გამოყენებული და სხვადსხვა დაზიანებებისა, თუ მცირე გაჟონვების შედეგად დაკარგული წყლის საერთო რაოდენობის შესახებ. 

„ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვოებით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152