სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

არ ჩაყარო ნაგავი სანიაღვრე ცხაურაში

ბათუმის ქუჩებში ყოველდღიურად რამდენიმე მობილური ჯგუფი ფიზიკური ძალის და სპეცტექნიკის მეშვეობით სანიაღვრე ცხაურების და სანიაღვრე არხების გაწმენდით სამუშაოებს ასრულებს. 

ყოველდღიურ რეჟიმში სანიაღვრე ცხაურებიდან ხდება პლასტმასის ბოთლების, პოლიეთილენის პარკების, სიგარეტის ნამწვავების თუ საყოფაცხოვრებო ნარჩენების ამოღება და გაწმენდა. 

სანიაღვრე ცხაურის მთავარი დანიშნულება ქალაქში არსებული სანიაღვრე წყლების შეკრება და უსაფრთხო გადინებაა. ცხაურაში ნაგვის ჩაყრა ხელს უშლის წყლის გადინებას, იზღუდება გამტარუნარიანობა რამაც შესაძლოა მიმდიბარე ტერიტორიაზე წყლის დაგუბება გამოიწვიოს.