სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

ბათუმში სამუშაო ვიზიტით გერმანიის ელჩი იმყოფებოდა

ბათუმს სამუშაო ვიზიტით გერმანიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში, ჰუბერტ კნირში ესტუმრა.

ვიზიტის ფარგლებში ელჩმა ბათუმის მერთან ლაშა კომახიძესთან, KFW წარმომადგენელთან რეგიონალური განვითარების საკითხებში დიტერ იაკობსთან და შპს ,,ბათუმის წყალის“ გენერალურ დირექტორთან მარიკა გვიანიძესთან ერთად, გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) პროექტით განხორციელებული მუნიციპალური ინფრასტრუქტურული სამუშაოები დაათვალიერა.

ადგილზე გაეცნენ ადლიის წყალარინების გამწმენდ ნაგებობას, რომელიც 2012 წელს აშენდა. აღნიშნული პროექტისთვის გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა (KFW) 17 მილიონი ევრო გამოყო.

ასევე დაათვალიერეს ჯავახიშვილის ქუჩაზე არსებული სანიაღვრე კოლექტორის მშენებლობის პროცესი. პროექტი KFW-ს შეღავათიანი სესხისა და გრანტის ფარგლებში ფინანსდება. სამუშაოების ღირებულება 3,6 მილიონ ევროს შეადგენს.

ვიზიტის ფარგლებში ელჩი ასევე იმყოფებოდა ჩაქვის სათავე ნაგებობაზე.