წყალმომარაგების მილზე დაგეგმილი სამუშაოების გამო, 20 ნოემბერს 01:00 საათიდან, 05:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდებათ:
ლერმონტოვის, თაყაიშვილის, და გრიბოედოვის ქუჩებს - ჭავჭავაძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
მამია კომახაძის და გ.ბრწყინვალეს ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და ოძელაშვილის ქუჩების მონაკვეთში;
პუშკინის და ბაგრატიონის ქუჩებს - ს. ხიმშიაშვილისა და შარტავას ქუჩების მონაკვეთში;
ჯავახიშილის ქუჩას - აბუსერიძისა და ბაგრატიონის ქუჩების მონაკვეთში;
სარაჯიშვილის ქუჩას, გრიბოედოვის, ჯავახიშვილის I და II შესახვევებს.
შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება გეგმიურ სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომერზე: (0422) 242222, ან 1152