სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

ფრიდონ ხალვაშის მე-2 შესახვევში წყალმომარაგების სისტემა იქმნება

შპს „ბათუმის წყალმა“ ყოფილი ხელვაჩაურის ტერიტორიაზე, ფრიდონ ხალვაშის მე-2 ჩიხში წყალმომარაგების გამანაწილებელი ქსელის შექმნა დაიწყო. 

„ბათუმის წყალის“ მიერ დაგეგმილი სამუშაოების დასრულების შემდეგ, 25 აბონენტი წყალმომარაგებას უწყვეტად 24 საათის განმავლობაში მიიღებს. პროექტის ღირებულება 42 ათას 465 ლარია. 

ფრიდონ ხალვაშის მე-2 ჩიხში წყალმომარაგების ქსელი აქამდე არ არსებობდა. დღემდე მოსახლეობა წყალმომარაგების მიზნით მიწისქვეშა წყლებს იყენებს.