სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

გიორგი ბრწინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაცია იწყება

დღეს ბათუმის მერიაში გიორგი ბრწყინვალეს ქუჩის სანიაღვრე კოლექტორის რეაბილიტაციის დაწყების შესახებ ხელშეკრულებას მოეწერა ხელი.

პროექტი ითვალისწინებს სანიაღვრე არხის მოწყობას გიორგი ბრწყინვალეს ქუჩაზე, სულაბერიძის ქუჩიდან ჯავახიშვილის ქუჩამდე მონაკვეთში.

პროექტის ღირებულება 2 მილიონ 138 ათას 688 ევროს შეადგენს.

სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარე წლის დეკემბერში დაიწყება და 2019 წლის მესამე კვარტალში დასრულდება.

სამუშაოებს საერთაშორისო ტენდერში გამარჯვებული ერთობლივი საწარმო „ფაიფერი და გზა“ განახორციელებს.

სანიაღვრე სისტემის პარალელურად, ეტაპობრივად განხორციელდება გზისა და ტროტუარების მოწყობის სამუშაოები, რისთვისაც ქალაქის ბიუჯეტიდან 6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტი ხორციელდება გერმანიის რეკონსტრუქციის და და განვითრების ბანკის მხარდაჭერით.