სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

წყლის შესახებ კანონის ცვლილებების პრეზენტაცია

შპს „ბათუმის წყალმა” „წყლის შესახებ“ კანონში შეტანილ ცვლილებებთან და საქართველოს მთავრობის მიერ მიღებულ ტექნიკური რეგლამენტთან - „წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემაში ჩამდინარე წყლის ჩაშვებისა და მიღების პირობების და დამაბინძურებელ ნივთიერებათა ზღვრულად დასაშვები ნორმების შესახებ“, პრეზენტაცია გამართა. 

ტექნიკური რეგლამენტი ადგენს წყალარინების სისტემაში ჩამდინარე წყლების ჩაშვების/მიღების პროცედურას და კონტროლის მექანიზმებს. რეგლამენტი განსაზღვრავს სისტემაში ჩასაშვებ ჩამდინარე წყლებში არსებული ნივთიერებების დასაშვებ ნორმებს და არეგულირებს ურთიერთობას წყალარინების სისტემის ოპერატორებსა და მომხმარებელს შორის.

„ბათუმის წყალის“ კომერციული ობიექტებისთვის ტექნიკური რეგლამენტის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდებისა მიზნით, შეიქმნება კომერციული აბონენტების მონაცემთა ბაზა. „ბათუმის წყალის“ თანამშრომლები, კომერციული ობიექტების წარმომადგენლებს გააცნობენ ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნებს და მიაწვდიან ინფორმაციას განსახორციელებელი ღონისძიებების შესახებ.

ტექნიკური რეგლამენტის მიხედვით, წყალარინების სისტემაში მომხმარებლებს ეკრძალებათ ისეთი ნივთიერებების ჩაშვება რომელიც ზიანს მიაყენებს წყალარინების ცენტრალიზებულ სისტემას. 

წყალარინების სისტემაში ნარჩენების ჩაყრის და ტექნიკური რეგლამენტის პირობების დარღვევის შემთხვევაში, მოხდება როგორც ფიზიკური, ისე იურიდიული პირების დაჯარიმება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის მიხედვით. ტექნიკური რეგლამენტის მოთხოვნების შეუსაბამო ჩამდინარე წყლების ჩაშვება ჯარიმდება: ფიზიკური პირის შემთხვევაში 400 ლარით, ხოლო განმეორების შემთხვევაში 800 ლარით; იურიდიული პირის შემთხვევაში 1000 ლარი, ხოლო განმეორების შემთხვევაში 2000 ლარით;

„ბათუმის წყალი“ უფლებამოსილია, მომხმარებლისგან, რომელიც, საქმიანობიდან გამომდინარე, ახორციელებს საწარმოო ჩამდინარე წყლის ჩაშვებას სისტემაში, მოითხოვოს ინფორმაცია მის მიერ სისტემაში ჩაშვებული საწარმოო ჩამდინარე წყლის ხარისხის ქიმიური და მიკრობიოლოგიური შედგენილობის შესახებ. მომხმარებელი ვალდებულია მიაწოდოს ინფორმაცია ერთი თვის ვადაში. საჭიროების შემთხევაში „ბათუმის წყალი“ მოახდენს სინჯის აღებას და ლაბორატორიული ანალიზის ჩატარებას.