სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

ოფიციალური განცხადება

გვსურს გამოვეხმაუროთ 27 მარტს საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიით გასულ სიუჟეტს და განვმარტავთ, რომ შპს „ბათუმის წყალი“-ს მიერ სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT190004484 აუქციონის გარეშე  ელექტრონულ ტენდერში  ყველაზე დაბალი ფასი დააფიქსირა ამხანაგობამ „მილენიალები 5“. 

,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის #12 ბრძანების  24-ე მუხლის მე-6 პუნქტის შესაბამისად,  2019 წლის 15 მარტს სატენდერო კომისიამ განიხილა ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ  სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში განთავსებული სატენდერო წინადადების (სატენდერო წინადადების ფასი და ტექნიკური დოკუმენტაცია) სატენდერო პირობებთან შესაბამისობის საკითხი ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის #12 ბრძანების  24-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნათა გათვალისწინებით.  

განხილვის შედეგად, სატენდერო კომისიამ აღნიშნა, რომ NAT190004484  აუქციონის გარეშე  ელექტრონული ტენდერის  სატენდერო დოკუმენტაციის 2.2.1 პუნქტის   შესაბამისად,  პრეტენდენტი ვალდებულია სატენდერო წინადადებასთან ერთად ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთოს ინფორმაცია სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ. პრეტენდენტს 2016 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 მარტამდე პერიოდის განმავლობაში უნდა ჰქონდეს არანაკლებ 3 (სამი) მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების შესრულების გამოცდილება. პრეტენდენტმა სისტემაში სხვა ტექნიკურ დოკუმენტაციასთან ერთად უნდა წარმოადგინოს ინფორმაცია მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ დანართი #3-ის შესაბამისად და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: დასრულებული ხელშეკრულება და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტ(ებ)ი (მიღება-ჩაბარების აქტი ან/და დამკვეთის მიერ დადასტურებული ნებისმიერი სახის დოკუმენტი, რომლითაც პრეტედენტი დაადასტურებს ზემოაღნიშნული ხელშეკრულების შესრულების ფაქტს).

აღნიშნული ინფორმაცია ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის   მიერ ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ არის წარმოდგენილი,   რაც არ შეესაბამებოდა  სატენდერო დოკუმენტაციით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ასევე, NAT190004484  აუქციონის გარეშე  ელექტრონული ტენდერის  სატენდერო დოკუმენტაციის 10.1 პუნქტის   მე-2 ქვეპუნქტის შესაბამისად,  პრეტენდენტის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ატვირთულ სატენდერო წინადადებაზე ან მის შემადგენელ დოკუმენტზე, უნდა იყოს შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული უნდა იყოს კვალიფიციური ელექტრონული შტამპი.  ამხანაგობა ,,მილენიალები 5’’-ის  მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან  ელექტრონულ სისტემაში წარმოგენილ შესასრულებელი მომსახურების აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვაზე (დანართი #1) არ იყო შესრულებული კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერა ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპი, რაც არ ასევე შეესაბამებოდა  სატენდერო დოკუმენტაციით  განსაზღვრულ მოთხოვნებს.

ასევე, NAT190004484  აუქციონის გარეშე  ელექტრონული ტენდერის  სატენდერო დოკუმენტაციის 2.9 პუნქტის   შესაბამისად,  ამხანაგობა ,,მილენიალები 5’’-ის  მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არ იყო წარმოდგენილი მომსახურების ტექნიკური დავალება, დანართი #2. 

 სატენდერო კომისიამ იმსჯელა აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით და მიიჩნია, რომ ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის  მიერ   ტექნიკური დოკუმენტაციის  დაზუსტება არ გამოიწვევდა ტექნიკური დოკუმენტაციის არსებით ცვლილებას ან/და   სატენდერო წინადადების ფასის გაზრდას. შესაბამისად, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის   #12 ბრძანების 27-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოდგენილი ტექნიკური დოკუმენტაცია ექვემდებარებოდა დაზუსტებას.

კომისიამ ოქმი#2-ით დაადგინა, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის #12  ბრძანების  27-ე  მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად,  ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ს   წარმოედგინა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში: 1). დანართი #1, დამოწმებული ელექტრონული ხელმოწერით ან/და დასმული კვალიფიციური ელექტრონული შტამპით;   2). მომსახურების ტექნიკური დავალება, დანართი #2;  3). NAT190004484  აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის  სატენდერო დოკუმენტაციით 2.2.1 პუნქტით   განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისი ინფორმაცია სატრენინგო მომსახურების გამოცდილების შესახებ,  არაუგვიანეს  2019 წლის  19 მარტისა.

აღნიშნული დოკუმენტების მითითებულ ვადაში წარმოუდგენლობა ან მისი შეუსაბამობა სატენდერო პირობებთან, ან სისტემის მეშვეობით ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ წარმოდგენილ სატენდერო წინადადებასთან, ან ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის #12  ბრძანების  24-ე  მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან, გამოიწვევდა ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის, როგორც პრეტენდენტის დისკვალიფიკაციას NAT190004484  აუქციონის გარეშე  ელექტრონული ტენდერიდან, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017  წლის  14  ივნისის   #12  ბრძანების    32-ე  მუხლის პირველი პუნქტის  ,,გ’’  ქვეპუნქტის საფუძველზე.

ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის მიერ,  სატენდერო კომისიის 2019 წლის 15 მარტის #2 ოქმით განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით წარმოდგენილ იქნა დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია: შესასრულებელი მომსახურების აღწერილობა და ხარჯთაღრიცხვა, დანართი #1; მომსახურების ტექნიკური დავალება, დანართი #2; და  ინფორმაცია 3 (სამი) მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების შესრულების გამოცდილების შესახებ, დანართი #3 და ამ მომსახურების გაწევის დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები: ხელშეკრულება #1-02, ხელშეკრულება #UNI_072/03/18 და ხელშეკრულება #UNI_219/18  ასლები და ამავე ხელშეკრულების საფუძველზე მომსახურების შესრულების დამადასტურებელი  მიღება-ჩაბარების აქტები. წარმოდგენილი დოკუმენტაციის მიხედვით აღნიშნული მომსახურების შესრულების გამოცდილება გააჩნდა ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ის  ერთ-ერთ მონაწილე ფიზიკურ პირს  ,,გიორგი დონაძე’’-ს, რაც სრულად შეესაბამება NAT190004484  აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერისა და ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017  წლის  14  ივნისის   #12  ბრძანების   24-ე  მუხლის მე-6 პუნქტის მოთხოვნებს. კერძოდ, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის  14  ივნისის   #12  ბრძანების    24-ე  მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, ამხანაგობის მიერ, სატენდერო პირობების დაკმაყოფილების საკითხი განიხილება შემდეგნაირად: ა) ამხანაგობის მონაწილეთა ტექნიკური დოკუმენტაციის სატენდერო პირობებთან შესაბამისობა დგინდება მონაწილის მიერ შესასრულებელი ვალდებულებისადმი დადგენილ მოთხოვნასთან მიმართებით (ამ შემთხვევაში გამოცდილებასთან მიმართებით). ამასთან დასაშვებია ამხანაგობის მონაწილეთა ფინანსური და მატერიალურ-ტექნიკური შესაძლებლობების დაჯამება, ხოლო არ დაიშვება გამოცდილების შეკრება.  

ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-მა სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში წარმოადგინა დოკუმენტი#1, რომლითაც ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის  14  ივნისის #12  ბრძანების    24-ე  მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნის შესაბამისად, მკაფიოდ არის განსაზღვრული, თუ თითოეული მონაწილე კონკრეტულად რომელ ვალდებულებას შეასრულებს სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. ამ შემთხვევაში დოკუმენტი#1-ს შესაბამისად ამხანაგობა ,,მილენიალები 5'' მონაწილეებმა შემდეგნაირად გადაინაწილეს შესასრულებელი სამუშაოები:

  1. შპს ,,მილენიალები’’ - პროექტის სრული ფინანსური უზრუნველყოფა;
  2. ფიზიკური პირი  ,,გიორგი დონაძე’’ - მიმდინარე პროექტის მონიტორინგი;

შესაბამისად, ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის  14  ივნისის   #12  ბრძანების    24-ე  მუხლის მე-6 პუნქტით  განსაზღვრული მოთხოვნის შესაბამისად,  ინფორმაცია 3 (სამი) მსგავსი თემატიკის სატრენინგო მომსახურების შესრულების გამოცდილების შესახებ უნდა ჰქონოდა  ფიზიკურ პირს  ,,გიორგი დონაძე’’; რაც წარმოდგენილი იქნა ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ს მიერ.

შესაბამისად, შპს ,,ბათუმის წყალი’’-ს სატენდერო კომისიამ 2019 წლის 22 მარტის #3 ოქმით მიიჩნია, რომ ამხანაგობა ,,მილენიალები 5''-ს მიერ წარმოდგენილი დაზუსტებული ტექნიკური დოკუმენტაცია შესაბამისობაშია NAT190004484 აუქციონის გარეშე ელექტრონული ტენდერის  სატენდერო პირობებთან  და  ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2017  წლის 14 ივნისის #12  ბრძანების 24-ე  მუხლის მე-6 პუნქტის ,,ა’’ ქვეპუნქტით განსაზღვრულ მოთხოვნებთან.  

სატენდერო კომისიამ ამავე ოქმით დაადგინა, რომ ,,ელექტრონული ტენდერის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ’’ სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის  2017  წლის 14 ივნისის #12 ბრძანების  29-ე მუხლის  საფუძველზე, შპს ,,ბათუმის წყალი’’-ს მიერ სატრენინგო მომსახურების სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გამოცხადებულ NAT190004484 აუქციონის გარეშე ელექტრონულ ტენდერში გამარჯვებულად გამოვლინდეს ამხანაგობა ,,მილენიალები 5’’ და მოიწვია ხელშეკრულების დასადებად.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზიის მეშვეობით შპს ,,ბათუმის წყალი’’-სათვის გამოთქმული ბრალდება ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.