სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

ოფიციალური განცხადება

26 მაისის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოები იგეგმება!

სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, შესაძლოა 22 მაისს დილის საათებში დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ და წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს.

წყალმომარაგების ამღვრევის ფაქტი შესაძლოა დაფიქსირდეს: კლდიაშვილის, ყაზბეგის, მეტაქსას, ზუბალაშვილის და ფალიაშვილის ქუჩებზე. ხოლო, რუსთაველისა და ჭავჭაძის ქუჩების მონაკვეთში ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
 გრიბოედოვის ქუჩა;
 ლერმონტოვის ქუჩა;
 თაყაიშვილის ქუჩა;
 სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩა
 ჰაიდარ აბაშიძის ქუჩა;
 მელიქიშვილის ქუჩა;
 26 მაისის ქუჩა;
 ვაჟა-ფშაველას ქუჩა;
 ლუკა ასათიანის ქუჩა;

ასევე, გრიბოედოვის და ლუკა ასათიანის ქუჩების მონაკვეთში ქვემოთ ჩამოთვლილ ქუჩებზე:
 გორგილაძის ქუჩა;
 ფარნავაზ მეფის ქუჩა; 
 ახვლედიანის ქუჩა;

შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომრებზე: (0422) 242222, ან 1152