ლუკა ასათიანის ქუჩაზე წყალმომარაგების მილზე ტექნიკური სამუშაოები იგეგმება!
ჩასატარებელი სამუშაოების გამო, 00:00 საათიდან, 08:00 საათამდე, წყლის მიწოდება შეუწყდება ლუკა ასათიანის ქუჩას: ჭავჭავაძისა და გიორგი ბრწყინვალეს ქუჩების მონაკვეთში.
მილზე ჩასატარებელი ტექნიკური სამუშაოების გამო, შესაძლოა ე.წ. ჭაობის ტერიტორიაზე დაფიქსირდეს წყლის ამღვრევის ფაქტი. გთხოვთ, მსგავსი ფაქტის დაფიქსირების შემთხვევაში, ონკანი გააღეთ წყალი ადინეთ რამდენიმე წუთით, სისტემიდან ამღვრეული წყლის გამოშვების მიზნით. ამღვრეული წყალი შეიცავს მხოლოდ დროთა განმავლობაში მილზე მიკრულ მინერალებს.
შპს „ბათუმის წყალმა“ წყალმომარაგების შეზღუდვის არეალში მცხოვრებ აბონენტებს ინფორმაცია დროულად SMS შეტყობინების სახით მიაწოდა. აბონენტებს დამატებითი ინფორმაციის მიღება სამუშაოებთან დაკავშირებით შეუძლიათ კომპანიის ცხელი ხაზის მეშვეობით ნომრებზე: (0422) 242222, ან 1152