სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

შპს „ბათუმის წყალი“ ჩაქვის ტერიტორიაზე ძველი წყალმომარაგების ქსელს აუქმებს

შპს „ბათუმის წყალი“ ჩაქვში მოსახლეობისთვის წყალმომარაგების ახალ სისტემასთან დაკავშირებით ინფორმაციის მიწოდების მიზნით, ინდივიდუალურ შეხვედრებს იწყებს.

მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, ჩაქვის ტერიტორიაზე წყალმომარაგების სისტემის შექმნისა და რეაბილიტაციის მიზნით მოეწყო წყლის ახალი მაგისტრალური და გამანაწილებელი ქსელი.

რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებშივე, ჩაქვის ტერიტორიაზე მიმდინარეობს წყლის ინდივიდუალური მრიცხველების მოწყობა, უკვე მოწყობილია 2000 მრიცხველი.

გამრიცხველიანების პროცესის დასრულების შემდეგ, მოხდება ძველი სისტემის გაუქმება სრულად და მოსახლეობას სასმელი წყალი ახალი წყალმომარაგების სისტემით მიეწოდება.

მოსახლეობას ვთხოვთ გაითვალისწინონ, რომ მიმდინარე წლის 1 ივნისიდან, 30 ივნისამდე, ეტაპობრივად მოხდება ძველი წყალმომარაგების სისტემის სრული დემონტაჟი, რის შედეგადაც გაუქმდება ე.წ. ძველი ქსელი.

წყალმომარაგების ახალ ქსელზე გაუმრიცხველიანებელი აბონენტებისთვის ავტომატურად მოხდება წყლის მიწოდების შეზღუდვა. თუ რომელიმე აბონენტის მისამართზე წყალმომარაგების ქსელი რეაბილიტირდა, თუმცა არ დამონტაჟებულა  მრიცხველი, დაგვიკავშირდნენ ქოლ-ცენტრის ნომერზე (0422) 24 22 22

წყალმომარგების ახალი სისტემა მოსახლეობისთვის წყლის 24 საათიან უწყვეტ და სტაბილურ მიწოდებას უზრუნველყოფს.