სიახლეები

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა
05/06/2019
დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მ...
წყალმომარაგების შეზღუდვა
04/06/2019
შპს „ბათუმის წყალი“ მახინჯაურის წყლის სამარაგო რეზერვუარზე სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარებას გეგმავს.   ...
შპს "ბათუმის წყალში" გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა
03/06/2019
შპს „ბათუმის წყალში“ გერმანული საკონსულტაციო კომპანია MACS ორგანიზებით გარემოსდაცვისა და შრომის უსაფრთხოების მიმართულებით სამუშაო შეხვედრა გაიმართა.  ...

ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

დღეს, ბათუმის მუნიციპალური ინფრასტრუქტურის რეაბილიტაციის პროექტის გარემოსდაცვისა და სოციალური მნიშვნელობის ასპექტების შესწავლის მიზნით ბათუმის მერიაში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. 

შეხვედრაზე შპს “ბათუმის წყალის” დირექტორის მოადგილემ რამაზ ასანიძემ გარემოსდაცვის მიმართულებით მიღწეულ ერთ-ერთ მნიშვნელოვან შედეგს გაუსვა ხაზი და აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოების შედეგად, მდინარეებზე განთავსებული წყალმომარაგების სათავე ნაგებობიდან გაცილებით ნაკლები წყლის აღება ხდება. 

შეხვედრაზე ასევე ისაუბრეს ადლიის წყალარინების გამწმენდი ნაგებობის და ქალაქისთვის წყალარინების სისტემის გამართულად ფუნქციონირების მნიშვნელობაზე. 

სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა აეროპორტის, კახაბრის და მწვანე კონცხის მუნიციპალური სერვისცენტრის მენეჯერები.